მნიშვნელოვანისიახლეები

მამუკა ხაზარაძესა და ზურაბ ჯაფარიძეს სადეპუტატო მანდატი შეუწყდა

ლელოს ლიდერს მამუკა ხაზარაძესა და გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერს ზურაბ ჯაფარიძეს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდათ.

გადაწყვეტილება პლენარულ სხდომაზე კენჭისყრის შედეგად მიიღეს.

მანდატის დატოვების შესახებ მამუკა ხაზარაძემ 31 ოქტომბერს, რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე განაცხადა. მისი თქმით, ის ვერ ხედავს აზრს იმუშაოს იმ ადამიანების გვერდით, რომლებიც ხმებს იპარავენ.

ხოლო ზურაბ ჯაფარიძემ მანდატის დატოვების შესახებ პირველ ნოემბერს განაცხადა.

ზურაბ ჯაფარიძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი 79-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ კი აცერთი მათგანი ყოფილ.

რაც შეეხება ბადრის ჯაფარიძეს, მისთვის მანდატის შეწყვეტას მხარი დაუჭირა ასევე 79-მა დეპუტატმა, ხოლო 2 წინააღმდეგი იყო.

ცნობისთვის, მამუკა ხაზარაძემ და ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ, პარლამენტის დატოვება 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ გადაწყვიტეს. მათ ამ ფორმით ხელისუფლების მიერ არჩევნების შედეგების გაყალბება გააპროტესტეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button