„მამუკა ხაზარაძეც და მამუკა ბახტაძეც თავის მხრივ, მართლები არიან“ – აფბა
ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ხელმძღვანელი შოთა გულბანი აცხადებს, რომ ფინანსთა მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადება ბანკებთან დაკავშირებით, სიმართლეა, მაგრამ დაგვიანებული, რადგან ,,საბანკო სექტორში ათწლეულების განმავლობაში ჩამოყალიბებულ მდგომარეობას ახლა რამდენიმე განცხადებით ვერ შევცვლით“, – აღნიშნა შოთა გულბანმა და ამ მიმართულებით, მარეგულირებელი კანონმდებლობის გადახედვის აუციელბლობაზე მიუთითებს.
,,ბანკებს ხელოვნურად კი არ უნდა ვაიძულოთ, რომ საპროცენტო განაკვეთები დაწიონ, არამედ, გამძაფრებული კონკურენციის საფუძველზე“, – განაცხადა შოთა გულბანმა და აღნიშნა, რომ ამის გაკეთება ეროვნულ ბანკს შეუძლია.
შეგახენებთ, ფინანსთან მინისტრმა განაცხადა, რომ ბანკები მაღალი საპროცენტო განაკვეთებით, დამწყებ ბიზნესს განვითარების შანსს არ აძლევენ. თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ კი საპასუხოდ განაცხადა, რომ რეგიონის ბანკებში ყველაზე დაბალი პროცენტი საქართველოშია.
მოისმინეთ შოთა გულბანის ხმა.