მამუკელაშვილის და ბითაძის პირველი დაპირისპირება და გოგას რეკორდი NBA- ში
გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსმა“ სანდრო მამუკელაშვილის „მილოუკ ბაქსს“ უმასპინძლა და ქართველი კალათბურთელების პირველი დუელიც შედგა.
მატჩში მასპინძელი კლუბი ჩემპიონ მილოუკთან 109:119 დამარცხდა და სატურნირო ცხრილში მდგომარეობა გაიუარესა.
ახალწვეული მამუკელაშვილისთვის ეს შეხვედრა რიგით მეოთხე იყო ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში, ბითაძემ კი თავის საიუბილეო მე-100 მატჩი ითამაშა.
ბითაძემ 17 წუთი და 50 წამი დაჰყო პარკეტზე და 7 ქულა, 9 მოხსნა, 1 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა. ბურთი 2-ჯერ დაკარგა და 5 პერსონალური შენიშვნა მიიღო.
მეტოქის ფარიდან მოხსნებით გოგა არათუ მატჩში იყო საუკეთესო,- მან რეკორდი მოხსნა და საკუთარი მონაცემი 4 მოხსნა 7-მდე გაზარდა.
გამარჯვებულთა რიგებში სანდრო მამუკელაშვილმა 9:53 წუთი ითამაშა, მან 2 ქულა ჩააგდო და ბურთი 3-ჯერ მოხსნა. სანდროს ბურთი არ დაუკარგავს და არც პერსონალური მიუღია, რაც ასე ხშირად ხდება ახალბედებში.
ეს იყო ქართველ კალათბურთელთა პირველი დაპირისპირება NBA-ში 2014 წლის 4 აპრილის შემდეგ. მაშინ ზაზა ფაჩულიას “მილუოკი“ თორნიკე შენგელიას „ჩიკაგოს” შეხვდა.