მამუკელაშვილის დებიუტი და მეექვსე ქართველი კალათბურთელი NBA-ში
ქართველმა კალათბურთელმა სანდრო მამუკელაშვილმა მილოუკ ბაქსის რიგებში სეზონის გახსნის პირველივე მატჩში ითამაშა . მან პარკეტზე 7 წუთი დაჰყო და ამ დროის მანძილზე თითო მოხსნა და პასი მიითვალა.
მატჩის შემდეგ ბრუკლინ სეტის მძიმე ფორვარდმა, ბლეიკ გრიფინმა რომელიც მასზე 10 წლით უფროსია,- სანდროს საკუთარი მაისური გადასცა წარწერით: “სანდრო,გააგრძელე შრომა.შენი ადგილი აქ არის”. მამუკელაშვილმა დიდი მადლობა გადაუხადა გრიფინს და მას უფროსი ძმა უწოდა.
ბლეიკ გრიფინი თავის დროზე ზაზა ფაჩულიას თანაგუნდელი იყო ის “ოლ სტარში” კარიერაში ექვსჯერ აირჩიეს. სანდრო მამუკელაშვილი მე-6 ქართველია, ვლადიმერ სტეფანიას,ნიკა ცქიტიშვილის,ზაზა ფაჩულიას,თორნიკე შენგელიას და გოგა ბითაძის შემდეგ,- ვისაც ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში უთამაშია.
სანდრო წლევანდელი დრაფტის პირველი კალათბურთელია, ვისი დებიუტიც NBA-ში უკვე შედგა.