„მანჩესტერ სიტის“ და „ევერტონის“ შეხვედრა გადაიდო
![](https://heretifm.com/wp-content/uploads/2020/12/სიტიიიიიიიიი.jpg)
პრემიერლიგის მე-16 ტურის შეხვედრა, რომელიც „სიტის“და „ევერტონს“ შორის დღეს უნდა გამართულიყო, კორონავირუსის გამო გადაიდო. ინფორმაციას „მანჩესტერ-სიტის“ პრესსამსახური ავრცელებს.
მანჩესტერულ კლუბში კოვიდ 19 გაბრიელ ჟესუსს და კაილ უოკერს დაუდასტურდათ. ამის გამო გუნდები პრემიერლიგის საორგანიზაციო შტაბთან კონსულტაციის შედეგად შეთანხმდნენ და მატჩი გადადეს.
ინფექციის მატარებელი ფეხბურთელები იზოლაციაში გადავიდნენ. „სიტის“ ბაზა დაიკეტა და კლუბი მხოლოდ მას შემდეგ განაახლებს ვარჯიშს, როცა განმეორებითი ტესტების პასუხები გახდება ცნობილი.
სატურნირო ცხრილიდან გამომდინარე ამ მატჩს ორივე გუნდისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. ლივერპულის „ევეტრტონი“ 29 ქულით ლიგაში მე-2 ადგილს იკავებს. გვარდიოლას გაწვრთნილები კი 26 ქულით მე-6 ადგილზე არიან.
ინგლისის ჩემპიონობისთვის ბრძოლაში თითოეულ ქულას უკვე გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.