სპორტი

მანჩესტერში ისევ მწვრთნელს ეძებენ.მთავარი კანდიდატი რობერტო მანჩინია

რამდენიმე დღის წინ რალფ რანგნიკმა მანჩესტერ-იუნაიტედი ჩაიბარა და გუნდს კარგადაც მოერგო.

მიუხედავად ამისა,როგორც თავად სპეციალისტმა,- კლუბის ხელმძღვანელობამავ კარგად იცის,რომ ეს დროებითია და რალფი მიმდინარე სეზონის ბოლოს სამწვრთნელო შტაბის მრჩევლის პოსტს მოირგებს.

მანჩესტერული გრანდის ფავორიტად დიდი ხანია იტალიის ნაკრების მოქმედი მთავარი მწვრთნელი რობერტო მანჩინი მოიაზრება.

მანჩინის, იუნაიტედის ადმინისტრაცია იქამდე დაუკავშირდა,სანამ რანგნიკს თავკაცად დანიშნავდა. მაშინ იტალიელმა შემოთავაზებაზე უარი განაცხადა.

აღსანიშნავია,რომ მანჩინიმ “სკუადრა აძურა” 2018 წელს ჩაიბარა და ეროვნულ გუნდს ევროპის 2020 წლის ჩემპიონატი მოაგებინა.

იმ შეთხვევაში კი თუ იტალიის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის პლეი-ოფის ზონიდან ვერ გააღწევს და მუნდიალს მიღმა დარჩება,სავარაუდოა,რომ მხარეებმა კონტრაქტის გაწყვეტაზე იფიქრონ.

მსგავსი პოსტები

Back to top button