მნიშვნელოვანიპოლიტიკასაქართველოსიახლეები

მთავრობის შემადგენლობის განხილვა პარლამენტში დღეს დასრულდება

პარლამენტის სხდომაზე დღეს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატებს, მიხეილ ჩხენკელს და ეკატერინე ტიკარაძეს მოუსმენენ.

პროგრამას წარადგენენ ასევე თავდაცვის, იუსტიციის და შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატები ირაკლი ღარიბაშვილი, გოჩა ლორთქიფანიძე და ვახტანგ გომელაური და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატი თეა ახვლედიანი.

21 დეკემბერს, პარლამენტის ეკონომიკური პროფილის კომიტეტებში მოუსმინეს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის და ფინანსთა მინისტრობის კანდიდატებს, ლევან დავითაშვილს, ნათია თურნავას, მაია ცქიტიშვილს და ივანე მაჭავარიანს და ევროპასთან ინტეგრაციის, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატს, დავით ზალკალიანს.

„ქართული ოცნების“ მიერ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დასახელებულმა გიორგი გახარიამ მთავრობის შემადგენლობა და პროგრამა პარლამენტს 18 დეკემბერს წარუდგინა.

შეგახსენებთ, სამთავრობო გუნდის მიერ წარდგენილ კანდიდატებს მხოლოდ “ქართული ოცნების” დეპუტატები უსმენენ.

ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმშია. პარტიები პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებენ. მათმა უმეტესმა ნაწილმა საარჩევნო სიების რეგისტრაცია გააუქმა და მანდატებზეც უარი თქვა.

ოპოზიცია 31 ოქტომბრის არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს და რამდენიმე მოთხოვნას აყენებს:
ხელახალი არჩევნების ჩატარება ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში, ასევე, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება. ოპოზიციამ მმართველ გუნდს რიგგარეშე არჩევნების შესახებ პლებისციტის ჩატარებაც შესთავაზა.

მიუხედავად ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებისა, რომელსაც ფასილიტაციას დასავლელი პარტნიორები უწევენ, შეთანხმება ვერ მოხერხდა, ქართული ოცნება მხოლოდ საარჩევნო რეფორმის ჩატარებას თანხმდება.

სწორედ ამის გამო,მეათე მოწვევის პარლამენტი, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, ერთპარტიულია.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის პირველი სხდომა 11 დეკემბერს გაიმართა.

მსგავსი პოსტები

Back to top button