მანქანაზე მოცეკვავე შიშველი ქალი უხეშად ჩამოაგდეს [Photo/Video]

ქალმა ჩინეთის ქალაქ ჰეფეიში საავტომობილო მოძრაობა შეაფერხა, როცა ერთ-ერთი მანქანის სახურავზე შიშველი ცეკვავდა, – წერს The Mirror.
ჩინელი ქალი მანქანის სახურავზე რამდენიმე წუთის განმავლობაში იმყოფებოდა და საცეკვაო ილეთებს ასრულებდა. ამგვარი თავხედობით განრისხებული ავტომობილის მძღოლი წყობიდან გამოვიდა და შიშველი ქალი ძირს ჩამოაგდო.
თვითმხილველთა თქმით, დაცემა იმდენად მტკივნეული იყო, რომ ქალი ყვიროდა და ადგილიდან ვერ იძვროდა. სანამ სასრაფო დახმარების მანქანა ადგილზე მივიდა, პოლიციამ მას პირველადი დახმარება აღმოუჩინა.
ცნობილი გახდა, რომ ქალის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.
აღსანიშნავია, რომ ადრე ეს ქალი პასუხისგებაში უკვე გადასცეს, როცა იგი ქუჩებში შიშველი დადიოდა. თვითმზილველებმა ექსჰიბიციონიზმის აქტი ფოტოსურათებზე დააფიქსირეს და სოციალურ ქსელებში განათავსეს.
[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”33246″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]