მაო ძედუნის წერილი თითქმის მილიონ დოლარად გაიყიდა [Photo]

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დამფუძნებლის, მაო ძედუნის წერილი, რომელიც მან ბრიტანელი ლეიბორისტების ლიდერს – კლემენტ ეტლის გაუგზავნა, Sotheby’s აუქციონზე 605 000 გირვანქა სტერლინგად ანუ 902 ათას დოლარად გაიყიდა, – გვაცნობებს The Guardian.

წერილი 1937 წლის 1 ნოემბრითაა დათარიღებული, დაბეჭდილია ინგლისურ ენაზე და მაო ძედუნის მიერ არის ხელმოწერილი.

წერილში მაო ძედუნი დიდი ბრიტანეთის მოქალაქეებს სთხოვს, რათა ისინი ჩინელ ხალხს იაპონელი მილიტარისტების წინააღმდეგ ბრძოლაში დაეხმარონ.

როგორც აუქციონის ორგანიზატორები გვაცნობებენ, ისტორიული დოკუმენტი ჩინელმა კოლექციონერმა შეიძინა.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”25420″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button