მსოფლიოსიახლეები

“მაფია კორონავირუსით დაზარალებულ მოსახლეობას ეხმარება”

მწვავე პანდემიის ფონზე, იტალიური მაფია ქველმოქმედებით დაკავდა. ამის შესახებ გამოცემა The Guardian იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, მაფიოზური დაჯგუფებები ღარიბ მოსახლეობას ეხმარებიან და მათ სურსათსა და პირველადი მოხმარების საგნებს აწვდიან.

კატანძაროს პროვინციის პროკურორის, ნიკოლა გრატერის მტკიცებით, მაფიის ბოსებს ღარიბი მოსახლეობის თვალში გმირად წარმოჩენა სურთ, თუმცა კარანტინის დასრულების შემდეგ ისინი მოსახლეობას სავარაუდოდ თავიანთ სამსახურში სთხოვენ ჩადგომას ან მათთვის სასურველი პოლიტიკოსებისთვის ხმის მიცემას.

ამ მომენტისთვის, იტალიაში კორონავირუსის 147 577 შემთხვევაა დადასტურებული. სულ COVID-19-ით, 18 849 ადამიანი გარდაიცვალა.

მსგავსი პოსტები

Back to top button