მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

„მაქსიმალური გააკეთა პოლიციამ მისი შესაძლებლობების ფარგლებში“- ვაჟა სირაძე 5 ივლისის მოვლენებზე

დღეს მედიის მიერ დასმულ შეკითხვას, თუ რატომ არ დაიცვა პოლიციამ 5 ივლისს ჯურნალისტები მოძალადებისგან, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა ვაჟა სირაძემ ასე უპასუხა:

„სამართალდამცველები ყოველთვის იქნება მობილიზებული იქ, სადაც ამის საჭიროება იქნება. 5 ივლისთან დაკავშირებით არაერთი განცხადება გაკეთდა და ასევე კიდევ განვმარტავ, სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებული შესაბამისი რაოდენობით და მაქსიმალური გააკეთა პოლიციამ მისი შესაძლებლობების ფარგლებში“

თუმცა კითხვაზე რატომ სცემეს 53 ჟურნალისტი იმ დღეს, ვაჟა სირაძემ პასუხი მედიას აღარ გასცა. მან განაცხადა მხოლოდ ის, რომ იმ დღეს პოლიციამ მედიის წარმომადგენლების დაცვაზე მაქსიმალურად იზრუნა.

მსგავსი პოსტები

Back to top button