მნიშვნელოვანისაქართველო
“მაქსიმუმ ორი კვირაში ზამთრის ვირუსები გაივლის”
![](https://heretifm.com/wp-content/uploads/2019/04/paata-imnadze.jpg)
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელი პაატა იმნაძე აცხადებს, რომ მაქსიმუმ ორ კვირაში, ზამთრის ვირუსების ტალღა შეწყდება. მისი თქმით, გრიპის ვირუსი კიდევ ცირკულიებს, გავრცელებულია H1, H3 და B ტიპის ვირუსები, ამასთან რინოვირუსები, რომლებიც ძირითადად სურდოთი მიმდინარეობს, თუმცა უკვე ცოტა რაოდენობით. იმნაძის განცხადებით, , გაციების ვირუსების ტალღის გადავლის შემდეგ, გაზაფხულის პერიოდში, თავს იჩენს ხოლმე ტკიპებით გადაცემადი დაავადებები.