მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

მარადიდში ჭოროხი სამანქანე გზაზე გადმოვიდა

სოფელ მარადიდში, მდინარე ჭოროხი სამანქანე გზაზე გადმოვიდა. ინფორმაციას “აჭარის ტელევიზია” ავრცელებს. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლის, თემურ დიდმანიძის თქმით, მსგავსი შემთხვევა აქამდე არ ყოფილა და ფაქტი, სავარაუდოდ, „კირნათიჰესს“ უკავშირდება.

ადგილობრივების თქმით, წყლის დონის მატება დაახლოებით დღის 12 საათიდან დაიწყო. ამბობენ, რომ სავარაუდოდ დატბორილია ერთი მონაკვეთი, სადაც სასაფლაო და ხიდია. დაიტბორა ასევე, საკარმიდამო ნაკვეთები.

ხელვაჩაურის რესურსცენტრში აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს უთხრეს, რომ შემთხვევა არ მომხდარა სკოლასთან ახლოს, თუმცა დატბორილია გზა, რომლითაც მოსწავლემ უნდა გაიაროს.

ადგილობრივები შესაბამისი კომპენსაციის გაცემას მოითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში კი, პროტესტის უკიდურესი ფორმებით იმუქრებიან.

მოისმინეთ ადგილობრივთა კომენტარები.

მსგავსი პოსტები

Back to top button