“მარგარიტა” 126 წლისაა – იტალიაში ყველაზე გრძელი პიცა გამოაცხვეს [Video]
იტალიურმა პიცა „მარგარიტამ“ მსოფლიო რეკორდი მოხსნა. მილანში, Expo-2015-ზე, მსოფლიოში უგრძელესი პიცა წარმოადგინეს. მისი სიგრძე – 1595,45 მეტრია. პიცის მოსამზადებლად 1,7 ტონა ფქვილი, 1,5 ტ. პომიდორი, 1,7 ტ. ყველი მოცარელა და ლიტრობით ზეითუნის ზეთი დაიხარჯა.
„მარგარიტას“, 5 საგანგებოდ მოდერნიზებულ ღუმელში აცხობდნენ. შედევრი, რომლის შექმნაზე 80 შეფ-მზარეული მუშაობდა, მწკრივად განლაგებულ 800 მაგიდაზე გაშალეს.
პიცა – „მარგარიტას“ შექმნის 126-ე წლისთავს მიეძვნა.
უკანასკნელად, გინესის რეკორდების წიგნში, ესპანეთში მომზადებული პიცა შევიდა. მისი სიგრძე 1141,5 მეტრს შეადგენდა.