მარია შარაპოვა: არავინ იცის, რამდენს ვშოულობ [Photo/video]

რუსმა ჩოგბურთელმა მარია შარაპოვამ განაცხადა, რომ მისთვის მნიშვნელოვანია ოჯახის შექმნა, მაგრამ დიდი ხნით აპირებს ჩოგბურთში დარჩენას. რუსული პრესისთვის მიცემულ ინტერვიუში მარია ყვება – როგორ უხამებს ერთამნეთს წარმატებით – სპორტსა და ბიზნესს.

“ბიზნესზე 20 წლამდე არ ვფიქრობდი, იქამდე, სანამ მხარი სერიოზულად არ ამტკივდა და ოპერაციის გაკეთება არ მომიწია. მაშინ 8-9 თვის განმავლობაში ვერ ვახერხებდი ჩოგანის ხელში აღებას, ჩოგბურთი კი მთელი ჩემი ცხოვრება იყო – ოთხი წლის ასაკიდან მოყოლებული, მხოლოდ მასზე ვფიქრობდი.

მენტალურად ძალიან რთული იყო. მაშინ მივხვდი, რომ არ შეიძლება მხოლოდ ჩოგბურთი იყოს ჩემი ცხოვრება და ბიზნესზე დავფიქრდი. თავში დამარტყა: “ამდენი წელია ჩოგბურთს თამაშობ, მაგრამ რაღაც სხვაზეც უნდა ვიფიქრო-მეთქი”.

სიმართლეს ვიტყვი, როცა 2012 წელს Sugarpova-ს ტკბილეულის წარმოებას ვიწყებდით, ვერც ვიფიქრებდი, რომ ასეთი ინტერესი გაჩნდებოდა და ჩემი ბრენდის შესახებ ამდენი ინტერვიუს მიცემა მომიწევდა. მაშინ მეგონა, რომ ეს მომავლის პროექტი იყო, ჩოგბურთიდან წავიდოდი და ამ კომპანიას თავად მივხედავდი. მაგრამ ინტერესი თავიდანვე უდიდესი იყო და ახლა, Sugarpova 30 ქვეყანაში იყიდება.

როცა ჩემ შესახებ წერენ, აუცილებლად აზუსტებენ იმას, თუ რა თანხას ვშოულობ. ეს ყველასთვის დიდი თემაა. მაგრამ არავინ იცის, ზუსტად რა თანხას გამოვიმუშავებ, საკუთარ საბანკო ანგარიშს არავის ვაჩვენებ.

მაგრამ ჩემთვის ფული მთავარი არ არის, მე მხოლოდ ის ვიცი, რომ რაც უფრო მეტს მოვიგებ, მით მეტ თანხას მივიღებ, რადგან ამ სპორტში კარგად უხდიან”, – განაცხადა შარაპოვამ.

მარიას ჰკითხეს, გაერკვია თუ არა დიდი სპორტიდან წასვლის შემდეგ სამომავლო გეგმებში.

“არა. არასოდეს მიფიქრია, როდის მინდა კარიერის დასრულება და რას გავაკეთებ მომავალში. 21 წლის ასაკში მიღებული ტრავმის შემდეგ, ვერ ვიფიქრებდი, რომ 28 წლამდე ვითამაშებდი. კიდევ შვიდი წელი ბევრი მეჩვენებოდა.

რა თქმა უნდა, მინდოდა ოჯახი მყოლოდა. ეს ჩემთვის მნიშვნელოვანია. მაგრამ, ახლა, კიდევ მრავალი წელი სათამაშოდ ფიზიკურად მზად ვარ. სწორედ ამაზე ვარ კონცენტრირებული”, – ამბობს მარია, რომელმაც 2015 წელი მეოთხე ჩოგანის რანგში დაასრულა.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”23340″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery” sc_id=”sc1447915879906″]

მსგავსი პოსტები

Back to top button