მნიშვნელოვანიმსოფლიოსაქართველო

მარიამ ბოლქვაძე და ეკატერინე გორგიძე როლან გაროსის საკვალიფიკაციო ბადეში ითამაშებენ

24 მაისს სტარტს აიღებს საფრანგეთის ღია პირველობის საკვალუფიკაციო ეტაპი, სადაც ძირითად ბადეში გასასვლელად, ქალთა შორის 2 ქართველი ითამაშებს.

ბოლქვაძის პირველი მეტოქე, მსოფლიო რეიტინგის 226_ე ჩოგანი უკრაინელი კატარინა ბონდარენკო იქნება. თავის დროზე ბონდარენკო რეიტინგის 29_ ე საფეხურზეც იმყოფებოდა. რაც შეეხება გორგოძეს, რომელიც ამჟამად 223_ეა,_ კვალიფიკაციაში 28 _ე ნომრად განთესილ რენატა ზარაზუას შეხვდება.

როლან გაროსის ძირითად ბადეში მოსახვედრად სულ 3 ეტაპის გავლაა საჭირო. ტურნირზე პირდაპირ, საქართველოს ნაკრების 2 ჩოგბურთელი მოხვდა: ნიკოლოზ ბასილაშვილი: ერთეულთა თანრიგში და ქალთა წყვილში _ აქსანა კალაშნიკოვა.

მსგავსი პოსტები

Back to top button