მარიამ ბოლქვაძემ ერთეულთა და წყვილთა თანრიგში გამარჯვება მოიპოვა

ინგლისის ქალაქ ლაფბორიში ქართველი ჩოგბურთელი მარიამ ბოლქვაძე წარმატებით აგრძელებს გამოსვლას.
ერთეულთა თანრიგის მერე ბოლქვაძემ წყვილებშიც მოსინჯა ძალა და მასპინძელ ბრიტანულ წყვილს ხორვატ იანა ფუტისთან ერთად მოუგო.
ანა პოპესკუ და ნადია როუსონი ქართველმა და ჩეხმა ჩოგბურთელებმა 2 სეტში 6:4. 6:3 დაამარცხეს. ამ წარმატებით ისინი მეოთხედფინალში გავიდნენ და დღეს საღამოს ისევ ბრიტანულ წყვილს,გეტენბისა და მანგუ ქსუს ტანდემს გაეჯიბრებიან.
ბოლქვაძეს დღეს მეორე მატჩიც ელის. ერთეულთა ბადის მერვედფინალურ შეხვედრაში პირველი განთესვის მქონე ქართველი ჩოგანი ტაივანის წარმომადგენელს,იოანა გარლანდს შეხვდება.
შეგახსენებთ,რომ ინგლისური ტურნირის საპრიზო ფონდი 25 000 დოლარია
ცნობისთვის, ქალთა საჩოგბურთო ასოციაციის მიმდინარე რეიტინგში მარიამ ბოლქვაძეს 386 ქულით 178-ე ადგილი უკავია.