
ქართველმა ჩოგბურთელმა, 21 წლის მარიამ ბოლქვაძემ ესპანეთის პრესტიჟურლ ტურნირზე ასპარეზობა წარმატებით დაიწყო. დღეს, მან ფრანგი ოკენ დოდინი ორ სეტში 6-3, 6-2 დაამარცხა და ტურნირის მეორე რაუნდში გავიდა, სადაც ესპანელ ნურია პარიზას დიასს დაუპირისპირდება.
მანამდე კი წყვილთა თანრიგში, ბრიტანელ ემილი უებლი სმიტთან ერთად მოიპოვა გამარჯვება და მეოთხედფინალურ ეტაპზე გავიდა.
წყარო: adjarasport.