“მარიამობის დღესასწაულზე ისტორიულ ჰერეთში ღვთისმსახურება განახლდება”

აზერბაიჯანის ხელისუფლებასა და საქართველოს ეკლესიას შორის კახის წმინდა გიორგის ეკლესიასთან დაკავშირებით შეთანხმება შედგა. მარიამობის დღესასწაულზე ისტორიული ჰერეთის ერთადერთ მოქმედ ეკლესიაში ღვთისმსახურება განახლდება – ამის შესახებ წერს გაზეთი “რეზონანსი”.

როგორც ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსმა მეუფე დიმიტრიმ განაცხადა, პრობლემის გადასაჭრელად ქართული მხარე აზერბაიჯანის რელიგიის კომიტეტის წარმომადგენლებს ბაქოში შეხვდა. შეთანხმების შედეგად გადაწყდა, რომ ქართული სასულიერო პირისთვის აზერბაიჯანის მოქალაქის მინიჭების პროცესი დაიწყება.
პროცესის დასრულებამდე კი ქართველ სასულიერო პირებს პერიოდულად საზღვრის გადაკვეთის უფლება ექნებათ.

მეუფე დიმიტრის თქმით, შეხვედრაზე აზერბაიჯანულმა მხარემ საზღვარზე მამა დემეტრეს არშეშვების მიზეზად ახალი კანონი დაასახელა, რომელიც ერთი თვის წინ მიიღეს.

დაახლოებით ერთი თვის წინ მამა დემეტრე თეთრუაშვილს, რომელიც კახის წმინდა გიორგის ეკლესიაში მსახურობდა, აზერბაიჯანის საზღვრის გადაკვეთის საშუალება არ მისცეს.

აზერბაიჯანული მხარე მიზეზად კანონს ასახელებს, რომლის მიხედვითაც მსახურების უფლება მხოლოდ აზერბაიჯანის მოქალაქეს აქვს.

მსგავსი პოსტები

Back to top button