მარიხუანას გამეორებით მოხმარებისთვის სასჯელი უქმდება

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მარიხუანას გამეორებითი მოხმარებისთვის თავისუფლების აღკვეთის შესახებ განჩინება გამოაცხადა.

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის ის ნორმატიული აქტი, რომელიც ნარკოტიკული საშუალების მარიხუანას მოხმარებისთვის სასჯელს ითვალისწინებდა.
როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს მრჩეველმა გიორგი ლომთაძემ განაცხადა, აღნიშნული განჩინების გამოტანის დროს საკონსტიტუციო სასამართლო ბექა წიქარიშვილის საქმეზე გადაწყვეტილებას დაეყრდნო.

„საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად მიიჩნია სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის ნორმატიული შინაარსი, რომლის მიხედვითაც, პირადი მოხმარების მიზნით, განმეორებით მსჯავრის დადება მარიხუანას პირადი მომხმარებლისთვის სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას არის არაკონსტიტუციური, ვინაიდან როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს ადრე მიღებულ გადაწყვეტილებაში არის ცნობილი, საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პირისათვის სისხლის სამართლის დანაშაულისათვის პასუხისმგებლობის სახით თავისუფლების აღკვეთის დაკისრება მარიხუანას პირადი მოხმარებისთვის 70 გრამამდე შეძენა-შენახვის ქმედება არის არაკონსტიტუციური, რადგან ის წარმოადგენს არაპროპორციულ არაჰუმანურ სასჯელს“, – აღნიშნა გიორგი ლომთაძემ.

საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილება არსებითი განხილვის გარეშე მიიღო.

მსგავსი პოსტები

Back to top button