მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

მარინა ჩოლოიანის ვადაზე ადრე გათავისუფლება ზუგდიდშიც გააპროტესტეს

ზუგდიდში სამოქალაქო აქტივისტმა მარიამ სიჭინავამ სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შენობასთან წარწერა დატოვა: “ამ სისტემის დედაც”. ამით მან ლუკა სირაძის საქმეზე ბრალდებულის მარიანა ჩოლოანის გათავისუფლება გააპროტესტა.

“გუშინ კარგად ვიცით რაც მოხდა, უდოს შეწყალებით გამოუშვეს მარიანა ჩოლოიანი გარეთ, რომელმაც თვითმკვლელობამდე მიიყვანა 15 წლის ბავშვი, სანაცვლოდ, ჩემი მეგობარი, ჩემი თანამებრძოლი ამ ყველაფრის გასაპროტესტებლად გამოსული დააკავეს და ღამეები ათენებინეს კაპეზეზე, ჩემი პროტესტი დღეს არის მისი სოლიდარობისთვის და 15 წლის ლუკას სირაძის სოლიდარობისთვის”, – განაცხადა მარიამ სიჭინავამ.

15 წლის ლუკა სირაძის თვითმკვლელობის საქმეზე ჩვენების მიცემის იძულებაში ბრალდებით დაკავებული გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი გაათავისუფლეს. ამის გასაპროტესტებლად პროკურატურასთან გამართულ აქციაზე,აქტივისტი შუშანა მაცაბერიძე დააკავეს.

ლუკა სირაძე, რომელიც დაკითხვის შემდეგ კორპუსიდან გადმოხტა გასული წლის 2019 წლის 17 დეკემბერს გარდაიცვალა.

მსგავსი პოსტები

Back to top button