მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

მარიუპოლში 10 300-მდე ახალი საფლავი აღმოაჩინეს

Associated Press-ის ჟურნალისტებმა დროებით ოკუპირებულ მარიუპოლში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, სატელიტური სურათების ანალიზით 10,300 ახალი საფლავი აღმოაჩინეს – მათი უმეტესობა Stariy Krym-ის სასაფლაოზე.
გამოცემა წერს, რომ სატელიტური ფოტოების მიხედვით გაზომეს ის მონაკვეთები, სადაც ე.წ მასობრივი სასაფლაო გაფართოვდა.
საერთო ფართობი, სადაც საფლავებია განთავსებული, 51 500 კვადრატულ მეტრზე მეტია.

გამოცემის ჟურნალისტებმა ჩაატარეს გამოძიება დრონების გამოყენებით და გადაიღეს, თუ როგორ იყენებდნენ რუსები მძიმე ტექნიკას გრძელი თხრილებისთვის, რომლებიც შემდეგ ივსებოდა.
აღმოჩენილი საფლავები სამარხებს ჰგავს, ზოგიერთი ხის ჯვრებით სახელებითა და თარიღებითაა, მაგრამ უმეტესად ხელნაწერი, პატარა ფირფიტებითაა მონიშნული.

„საფლავები მიწის ბორცვებს ჰგავდა, ზოგიერთი ხის ჯვრებით, მითითებული სახელებით და თარიღებით, მაგრამ ძირითადად ხელნაწერი ნომრებით. რამდენიმე საფლავი აღინიშნა ერთზე მეტი ნომრით“ ,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

სააგენტო აღნიშნავს, რომ მასობრივი საფლავების ტერიტორიაზე, ყოველ ექვს კვადრატულ მეტრზე, საშუალოდ, ერთი საფლავია.

ჟურნალისტებმა ასევე შეძლეს გაეანალიზებინათ სოფლების მანგუშსა და ვინოგრადნოიეს სასაფლაოები, სადაც მსგავსი მასობრივი საფლავები მარტიდან იყო გათხრილი.

2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

მსგავსი პოსტები

Back to top button