მარკ ცუკერბერგი ერთ დღეში 6 მილიარდი დოლარით გამდიდრდა[Photo]

კომპანია Bloomberg-ის ინფორმაციით, სოციალურ ქსელ Facebook-ის დამფუძნებელმა, მარკ ცუკერბერგმა ერთ დღეში 6,2 მილიარდი დოლარი იშოვა. ამასთან, Facebook-ის “მამა” სახლიდანაც კი არ გასულა და სოციალურ ქსელში თავისი ქალიშვილის სურათების გავრცელებით იყო დაკავებული. ასეთი მსხვილი მოგება სოციალური ქსელების აქციების ფასის ზრდამ გამოიწვია.

Facebook-მა 2015 წლის ფინანსური ანგარიში წარადგინა, რომელიც ძალიან სარფიანი აღმოჩნდა. ბირჟა NASDAQ-ზე სავაჭრო სესიის გახსნისთანავე Facebook-ის კოტირება 14%-თ გაიზარდა, შესაბამისად, ცუკერბერგის ქონებამ 47,6 მილიარდ დოლარს მიაღწია და კომპანია Koch Industries-ის დამფუძნებლები – ძმები კოხები Bloomberg-ის ინდექსით მე-7 სტრიქონამდე დააქვეითა.

ამჟამად, მსოფლიოში ცუკერბერგზე მდიდარი მხოლოდ 5 ადამიანია – Microsoft-ის დამფუძნებელი ბილ გეითსი, Inditex-ის ხელმძღვანელი ამანსიო ორტეგა, ინვესტორი უორენ ბაფეტი, Amazon-ის მმართველი ჯეფ ბეზოსი და ტელესაკომუნიკაციო მაგნატი კარლოს სლიმი.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”28375″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button