მარკ ცუკერბერგს ქალიშვილი შეეძინა
მარკ ცუკერბერეგსა და პრისცილა ჩანს ქალიშვილი – მაქს ცუკერბერგი შეეძინათ.
“პრისცილა და მე მივესალმებით ჩვენი ქალიშვილის, მაქსის ამ ქვეყნა მოვლინებას”, – წერს ცუკერბერგი საკუთარ Facebook-გვერდზე. წყვილმა 2012 წლის მაისში იქორწინა.
გოგონას დაბადებასთან დაკავშირებით წყვილმა გადაწყვიტა, რომ Facebook-ის წილების 99 %, რაც დაახლოებით $45 მილიარდს შედგენს, ქველმოქმედებას მოახმაროს.
ამ სასიხარულო ცნობიდან ნახევარი საათის განმავლობაში, ბედნიერ მამას 10 000 ადამინი გამოეხმაურა და ბავშვის დაბადება მიულოცა.