მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

თავდასხმა „საქართველოს ბანკზე“, – პოლიციას ცეცხლი გაუხსნეს

თვითმხილველების ინფორმაციით, გლდანში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში რამდენიმე პირი შეიჭრა, რის შემდეგაც მათ ცეცხლი გახსნეს.

ადგილზე მყოფი პირის ინფორმაციით, ბანკში რამდენიმე პირი შეიჭრა, საპატრულო პოლიციის ადგილზე მისვლის შემდეგ კი, მათ სამართალდამცავების მისამართით ცეცხლი გახსნეს.

სხვა თვითმხილველების განცხადებით, სამი ნიღბიანი პირი ბანკიდან გამოვიდა და დაცვის პოლიციის მისამართით ცეცხლი გახსნა. მათივე თქმით, საპასუხო ცეცხლი თავდამსხმელებს დაცვის პოლიციის თანამშრომლებმაც გაუხსნეს.

სროლის შედეგად დაზიანებულია დაცვის პოლიციის ავტომობილი. ნატყვიარები ეტყობა რამდენიმე მაღაზიასაც.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გლდანში, „საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღებისას, თავდამსხმელების მიერ ცეცხლის გახსნის შედეგად არავინ დაშავებულა. მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები. 

შემთხვევა გლდანის მე-6 მიკრორაინში, მოხდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button