სპორტი

მარკო როზე დორტმუნდის ბორუსიას მთავარი მწვრთნელი გახდება

„გლადბახის“ მთავარი მწვრთნელი მარკო როზე მიმიდნარე სეზონის დასრულების შემდეგ გუნდს დატოვებს და დორტმუნდში გადაბარგდება.

~ინფორმაცია გლადბახის დირექტორატმა გაასაჯაროვა

44 წლის როზე ერთი ბორუსიადან მეორეში წავა, თუმცა ამით მის კარიერაში ბევრი რამ შეიცვლება.

გერმანელი სპეციალისტი გლადბახის ბორუსიაში 2019 წლიდან მუშაობს და მის კონტრაქტს ვადა 2022 წლის ზაფხულში გასდის.

მიუხედავად ამისა, როზემ მიიღო გადაწყვეტილება, ხელშეკრულებაში ჩადებული გაწყვეტის პუნქტი აამოქმედოს და ზაფხულში, კანონის შესაბამისად განთავისუფლდეს.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის მიწურულს დორტმუნდის მთავარ მწვრთნელს, 63 წლის ლუსიენ ფავრის კლუბის ადმინისტრაციამ თანამდებობა დაატოვებინა და მოვალეობის შემსრულებლად ედინ ტერზიჩი დანიშნა.

მსგავსი პოსტები

Back to top button