მარნეულის 50-ე საარჩევნო უბანზე ინციდენტი მოხდა

მარნეულის 50-ე საარჩევნო უბანთან სამართალდამცველები არიან მობილიზებული.
ადგილზე ერთმანეთს დამკვირვებელი და ჟურნალისტები დაუპირისპირდნენ.
ჟურნალისტების უკმაყოფილება მისმა ქმედებამ გამოიწვია, რომელიც მედიას შიგნით შესვლას და სამუშაო პროცესში ხელს უშლიდა.
საარჩევნო უბნის თავმჯდომარე ამბობს, მისთვის უცნობია, თუ რომელი დამკვირვებელი უშლიდა ხელს ჟურნალისტებს მუშაობაში.
დაპირისპირება კიდევ ერთ ფაქტს მოჰყვა, ერთ პირი საარჩევნო კაბინაში შევიდა, კედელზე ერთ-ერთი პარტიის საარჩევნო ნომერი დაწერა, რამაც ხმაური გამოიწვია.
ადგილზე გამოიძახებული იქნა საპატრულო პოლიციის თანამშრომლები.