საქართველოსიახლეები
მარნეულის მე-11 საარჩევნო უბანთან დამკვირვებელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს

მარნეულის მე-11 საარჩევნო უბანზე ,,მრავალეთნიკური ერთობის” დამკვირვებელ ქალს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ინფორმაციას ამის შესახებ, ,,ნეტგაზეთი” ავრცელებს. დამკვირვებლის თქმით, ის
ხელისუფლების აგიტატორს “სიების ფურცელს” ართმევდა, რა დროსაც ხელით შეეხნენ.
შეგახსენებთ, საქართველოში შუალედური და რიგგარეშე არჩევნები მიმდინარეობს. კენჭისყრის პროცედურა 410 საარჩევნო უბანზე ტარდება, სადაც ჯამში 402 091 ამომრჩეველია რეგისტრირებული.