მნიშვნელოვანისაქართველო

“მარნეულის მერი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს”

“მარნეულის მერი, თემურ აბაზოვი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს”,- ამის შესახებ მისმა ადვოკატმა, გაგი მოსიაშვილმა განაცხადა.

ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი სკანდალური ვიდეოების ჩაწერის ადგილას საერთოდ არ იმყოფებოდა.

თემურ აბაზოვის დაკავება მარნეულის მკვიდრის მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტს უკავშირდება.

გამოძიება ღირსების შემლახველი ვიდეოების გავრცელების შემდეგ დაიწყო, სადაც მარნეულის მცხოვრები ელჩინ ალახვერდოვი სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო, სექსუალური ძალადობის მუქარით ბოდიშს იხდის და სახეზე შარდს ისვამს.

კადრები “სტუდია მონიტორმა” გაავრცელა.

მსგავსი პოსტები

Back to top button