მნიშვნელოვანირეგიონი

მარნეულის ყოფილი მერი 32 000 ლარის განაცდურ ხელფასს ითხოვს

დევნასა და დამამცირებელ მოპყრობაში ბრალდებული მარნეულის ყოფილი მერი თემურ აბაზოვი მარნეულის საკრებულოს კომპენსაციის სახით, ბიუეჯტიდან 32 ათას ლარზე მეტის ჩარიცხვას სთხოვს.

შესაბამისი ცნობით აბაზოვმა მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიმართა.

გასული წლის 13 ივნისს სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ნაჩვენებია, როგორ დააკავეს აქციის ერთ-ერთი მონაწილე, მარნეულის მკვიდრი, ელჩინ ალახვერდიევი, ძალით მოაშარდინეს და შარდი სახეზე წაასმევინეს.

მარნეულის მერს ინციდენტში მონაწილეობა ბრალდებოდა. თემურ აბაზოვი ამ ინციდენტის საქმეზე 13 ივნისს დააკავეს.

2018 წლის 13 დეკემბერს თემურ აბაზოვი მოსამართლემ 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. 

12 თებერვალს მარნეულის საკრებულომ, აბაზოვის განცხადების საფუძველზე, მას მერის მოვალეობა შეუწყვიტა

მსგავსი პოსტები

Back to top button