აქცია იუსტიციის სახლთან [ფოტო/აუდიო]

სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის ორგანიზებით, იუსტიციის სახლთან, წინა ხელისუფლების დროს დაღუპულ პირთა მემორიალის წინ აქცია გაიმართა.

აქციის მონაწილეებმა იმ ადამიანთა 41 კაციანი სიმბოლური სია შეადგინეს, რომლებიც მათი თქმით, მოქმედი ხელისუფლების რეჟიმს ემსხვერპლნენ. ორგანიზატორთა განცხადებით, პროტესტის იგივე ფორმა ორი დღის წინაც იგეგმებოდა, მაგრამ სამართალდამცავებმა შეკრებას ხელი შეუშალეს.

პოლიციელები დღევანდელ აქციაზეც იყვნენ მობილიზებულნი. რადიო თბილისთან საუბარში, ორგანიზატორებმა ხელისუფლებას ძალადობის შეწყვეტისკენ მოუწოდეს და აქციების პერმანენტულად გამართვა დაანონსეს.

მოუსმინეთ აქციაზე ჩაწერილ ხმებს ►

[print_gllr id=66303]

მსგავსი პოსტები

Back to top button