,,ქართული ოცნებიდან“ გიორგი ხახუბიამ საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა

ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ,,ქართული ოცნებიდან“ გიორგი ხახუბიამ საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა.
იგი ფოთში მე-7 საარჩევნო უბანზე ოჯახთან ერთად მივიდა.
მისი განცხადებით, ხმა სტაბილურობას, მშვიდობას,განვითარებას და მამის ირაკლი ხახუბიას ღირსეული გზის გაგრძელებას მისცა.
" დღეს ხმა მივეცი სტაბილურობას, განვითარებას, მშვიდობას, საქართველოს ევროპულ მომავალს და რა თქმა უნდა ხმა მივეცი ირაკლი ხახუბიას ღირსეული გზის გაგრძელებას. კიდევ ერთხელ ვთხოვ ჩვენს მოსახლეობას,ჩვენს ამომრჩევლებს არ დაიზარონ მონაწილეობის მიღება არჩევნებში"-განაცხადა ხახუბიამ.
დღეს, 29 აპრილს, საქართველოს პარლამენტისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოების შუალედური, ასევე მერების რიგგარეშე არჩევნები იმართება.
ამომრჩევლები აირჩევენ: საქართველოს პარლამენტის ფოთი-სენაკი-ხობის მაჟორიტარ დეპუტატს, გურჯაანის, თიანეთის, ახალციხის, ტყიბულის, ქუთაისის საკრებულოების მაჟორიტარ დეპუტატებს, ასევე ცაგერისა და თერჯოლის მერებს.