მარტის აქციებზე დაშავებულმა პოლიციელებმა პრეზიდენტს მიმართეს არ შეიწყალოს გრიგორიადისი-შსს
საქართველოს პრეზიდენტი ერთადერთი ადამიანია ქვეყანაში რომელსაც შეუძლია ნებისმიერი პატიმარი შეიწყალოს იმის მიუხედავად თუ რა ბრალდებითაა იგი გასამართლებული.

7-8 მარტის აქციებზე დაზარალებულმა პოლიციელებმა, სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის მხარდაჭერით, საქართველოს პრეზიდენტს ლაზარე გრიგორიადისის შეწყალებისგან თავის შეკავების თაობაზე განცხადებით მიმართეს. ამის შესახებ შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მიმართვის ავტორები არიან ის სამართალდამცველები, რომლებმაც 2023 წლის 7-8 მარტის აქციების მიმდინარეობისას, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, სხეულის სხვადასხვა მძიმე დაზიანება მიიღეს, მათ შორის ცეცხლის წაკიდებით.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სამართალდამცველებმა პრეზიდენტისთვის მიმართვის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ლაზარე გრიგორიადისის ოჯახის წევრებმა და უფლებადამცველებმა სალომე ზურაბიშვილს მისი შეწყალების თხოვნით მიმართეს.
პრესსამსახურის ინფორმაციას თან ერთვის პოლიციელების წერილი, რომლიდანაც ირკვევა, რომ ხელმომწერი ორი სამართალდამცავია.
“დაზარალებული პოლიციელები მიიჩნევენ, რომ პრეზიდენტის მიერ მათზე თავდამსხმელი პირის შეწყალება საზოგადოებაში გააჩენს განცდას, რომ საზოგადოებრივი წესრიგის დამცველებზე თავდასხმა დაუსჯელი დარჩება”, – წერია შსს-ს განცხადებაში, რომელშიც დამატებით აღნიშნულია, რომ “შესაძლოა შეწყალება ეხებოდეს ლაზარე გრიგორიადისის მიერ ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტს, თუმცა ისინი თვლიან, რომ ეს არ იქნება რიგითი შეწყალება მსგავსი დანაშაულის ჩამდენი პირის მიმართ, არამედ იქნება გზავნილი საზოგადოებისთვის, რომ სახელმწიფო პოლიტიკა პოლიციელზე თავდასხმის, ძალადობის და ოჯახური დანაშაულის ფაქტების მიმართ არის ლოიალური”.
სისხლის სამართლის საქმის მიხედვით, აქციაზე დაშავებული პოლიციელები, რომლებმაც სხეულის დამწვრობა, სავარაუდოდ, “მოლოტოვის კოქტეილით” მიიღეს, არიან ზურაბ ლურსმანაშვილი და გიორგი ჭოველიძე. გიორგი ჭოველიძემ სასამართლოში ჩვენების მიცემისას თქვა, რომ არ შეუძლია გაიხსენოს, ვინ ისროლა აალებული საგანი, რამაც ის დააზიანა. ზურაბ ლურსმანაშვილის შესახებ კი მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ზურაბ გრიგოლაშვილმა 17 ნოემბერს სასამართლოს უთხრა, რომ პოლიციელის სხეულის დამწვრობა იყო ნაკლებად მძიმე დაზიანების კატეგორიის.
“მიმართვის ავტორები არიან ის სამართალდამცველები, რომლებმაც 2023 წლის 7-8 მარტის აქციების მიმდინარეობისას, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, სხეულის სხვადასხვა მძიმე დაზიანება მიიღეს, მათ შორის ცეცხლის წაკიდებით.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სამართალდამცველებმა პრეზიდენტისთვის მიმართვის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ლაზარე გრიგორიადისის ოჯახის წევრებმა და უფლებადამცველებმა სალომე ზურაბიშვილს მისი შეწყალების თხოვნით მიმართეს.
დაზარალებული პოლიციელები მიიჩნევენ, რომ პრეზიდენტის მიერ მათზე თავდამსხმელი პირის შეწყალება საზოგადოებაში გააჩენს განცდას, რომ საზოგადოებრივი წესრიგის დამცველებზე თავდასხმა დაუსჯელი დარჩება.
სამართალდამცველები აღნიშნავენ, რომ შესაძლოა შეწყალება ეხებოდეს ლაზარე გრიგორიადისის მიერ ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტს, თუმცა ისინი თვლიან, რომ ეს არ იქნება რიგითი შეწყალება მსგავსი დანაშაულის ჩამდენი პირის მიმართ, არამედ იქნება გზავნილი საზოგადოებისთვის, რომ სახელმწიფო პოლიტიკა პოლიციელზე თავდასხმის, ძალადობის და ოჯახური დანაშაულის ფაქტების მიმართ არის ლოიალური.
აღნიშნული ქმედება ეჭვქვეშ დააყენებს ასეთი კატეგორიის დანაშაულებთან ბრძოლის ეფექტიანობასა და სახელმწიფო ინსტიტუტების მიერ გაწეულ ძალისხმევას”, – აღნიშნულია უწყების განცხადებაში.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ერთადერთი ადამიანია ქვეყანაში, რომელსაც შეუძლია ნებისმიერი პატიმარი შეიწყალოს იმის მიუხედავად, თუ რა ბრალდებითაა იგი გასამართლებული.
მიმდინარე წლის 7 მარტს საქართველოს პარლამენტმა მოულოდნელად დაიწყო ე.წ. აგენტების კანონპროექტის განხილვა, რომლის მიღებასაც ასეულობით ორგანიზაცია და ათასობით ადამიანი ეწინააღმდეგებოდა. ეს კანონპროექტი, მიღების შემთხვევაში, ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას, რომლებიც დაფინანსებას იღებდნენ პარტნიორი ქვეყნებიდან ან ორგანიზაციებიდან, “უცხოური გავლენის აგენტებად” რეგისტრაციას ავალდებულებდა.
დოკუმენტის განხილვის პროცესში საკანონმდებლო ორგანოსთან მრავალი ადამიანი შეიკრიბა, აქცია გაგრძელდა მეორე დღესაც. შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციის მონაწილეთა დასაშლელად გამოიყენა სხვადასხვა საშუალება, მათ შორის “წიწაკის სპრეი” და წყლის ჭავლი. უწყებამ განმარტა, რომ ეს იყო პროპორციული საპოლიციო ძალა. ამ დღეს დააკავეს 132 ადამიანი. აქციების დაშლის დროს გაწეული წინააღმდეგობის დროს დაშავდნენ პოლიციელებიც.
სისხლის სამართლის საქმე აღიძრა ორი ადამიანის წინააღმდეგ, მათ შორის ერთ-ერთი, ლაზარე გრიგორიადისი, ამ დრომდე პატიმრობაშია. ამ საქმეზე განაჩენის გამოცხადებამდე, სასამართლომ მას 1,5 წლით მიუსაჯა პატიმრობა 2 წლის წინათ მამის დაჭრის საქმეზე.
ლაზარე გრიგორიადისის ნასამართლობის ფაქტს დაკავების შემდეგ, პირველ დღეებში, მის საწინააღმდეგო მტკიცებულებად იყენებდა ხელისუფლების მიმართ ლოიალურად განწყობილი მედია, ისევე როგორც პროკურატურა – საქმის განხილვისას სასამართლოში
“იძახიან, რომ დაზარალებულები არიან, მაგრამ ვფიქრობ, რომ მატყუარები არიან” – ასე ეხმაურება ლაზარე გრიგორიადისის დედა თამთა კალანდაძე შსს-ს განცხადებას, რომლის თანახმადაც, 7-8 აქციებზე დაზარალებულმა პოლიციელებმა, სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის მხარდაჭერით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ლაზარე გრიგორიადისის შეწყალებისგან თავის შეკავების თაობაზე განცხადებით მიმართეს.
“გადააჭარბა [მოლოდინს], იმიტომ რომ მსგავსი რამ არც მინახავს, არც გამიგია, ჯერჯერობით სასამართლო არ დასრულებულა. ველოდით, რომ დასრულებულიყო სასამართლო და შემდეგ მიგვემართა სალომე ზურაბიშვილისთვის, მაგრამ პოლიციამ დაგვასწრო და იძახიან, რომ დაზარალებულები არიან, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ მატყუარები არიან. ჩვენს ქვეყანაში ასეა – მატყუარები გარეთ არიან, დაზარალებულები ციხეში სხედან”, – ამბობს თამთა კალანდაძე ფორმულასთან საუბრისას.
თამთა კალანდაძის თქმით, ლაზარე გრიგორაიდისის შეწყალების თაობაზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს სასამართლო განაჩენის შემდეგ მიმართავენ. მისი თქმით, “სისტემა ებრძვის მხოლოდ ლაზარეს”.
“ველოდებით, რომ სასამართლო დასრულდება და შემდეგ მივმართავთ სალომე ზურაბიშვილს. ამხელა სისტემა ებრძვის მხოლოდ ლაზარეს და რა ვიცი, თუ ამაში სამართალს ვინმე პოულობს, კი ბატონო. ჯერ ლაზარეს ბრალეულობა არც დამტკიცებულა, მოდიან მოწმეები, ზოგი რას იძახის, ზოგი რას. […] ლაზარემ თავის ინტერვიუში სწორად აღნიშნა, მათ ეშინიათ, რომ ჩვენ არ მოვიქცეთ ისე, როგორც იქცევიან ისინი. მათ არ უნდათ, რომ ახალგაზრდები კიდევ გამოვიდნენ გარეთ და კიდევ გააპროტესტონ რამე”, – ამბობს გრიგორიადისის დედა.
31 მარტს სასამართლომ 21 წლის ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ის 29 მარტს დააკავეს – შსს-ს მტკიცებით, მან 7-9 მარტის აქციებზე პოლიციელებს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლა.
აქტივისტის წინააღმდეგ ხელისუფლებამ მალევე სიძულვილის კამპანია დაიწყო, ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ მას არაერთხელ უწოდა “ორიენტაციაარეული”.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, მიმართვის ერთ-ერთ საფუძვლად ასახელებენ იმ გარემოებასაც, რომ 2019 წელს საქართველოს პრეზიდენტმა 22 წლის პოლიციელის თარაშ მუკბანიანის მკვლელობაში მსჯავრდებული პირი შეიწყალა, რომელსაც სასამართლოს მიერ 12 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი და საპატიმრო დაწესებულება 5 წელიწადში დატოვა.
31 მარტს სასამართლომ 21 წლის ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ის 29 მარტს დააკავეს – შსს-ს მტკიცებით, მან 7-9 მარტის აქციებზე პოლიციელებს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლა.
აქტივისტის წინააღმდეგ ხელისუფლებამ მალევე სიძულვილის კამპანია დაიწყო, ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ მას არაერთხელ უწოდა “ორიენტაციაარეული”.