მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

მარტვილის პოლიციაში ბერების გამოკითხვა დასრულდა

მარტვილის პოლიციაში ბერების გამოკითხვა დასრულდა.

მათ განყოფილება უკვე დატოვეს.

მამა პეტრე ღუდუშაური იხსენებს დილით განვითარებულ მოვლენებს და ამბობს, რომ სულ შვიდნი გადაიყვანეს პოლიციაში.

სასულიერო პირის თქმით, დილაადრიან, ექვსსაათანი ლოცვისას, სალხინოს მონასტრის ბერებმა შეატყობინეს, რომ ჩოხოსნებმა კელიებიდან გამოყარეს. ჩავიდნენ მონასტერში ვითარების ადგილზე გასარკვევად, სადაც პოლიცია დახვდათ და ეზოში შესვის უფლება არ მისცეს.

“მონასტერში ჩოხოსნები იყვნენ. კარები ჰქონდათ ჩაკეტილი. ჩვენ შიგნით გვინდოდა შესვლა და გვეუბნებოდნენ , რომ დაგვეტოვებინა მონასტერი. არ დავთანხმდით იმიტომ, რომ საპატრიარქოსთან გვაქვს მიწერილი წერილი, რომ მეუფე სტეფანეს არა აქვს უფლება ბერი დაიყვანოს ერისკაცობამდე, ეკლესიის სასამართლოს გარეშე. საქართველოს ეკლესიას სასამართლო არა აქვს, გაუქმებულია. ამიტომ ჩვენ არ დავტოვეთ მონასტერი მეუფე სტეფანეს მოწოდებით, ვითხოვდით სინოდს და თუ ეთანხმებოდნენ დავტოვებდით, გადავაბარებდით მშვიდობით. მაგრამ რა ვნახეთ, დილის ექვს საათზე მეუფე სტეფანე თავის რაზმთან, ჩოხიანებთან ერთად დაგვესხა თავს და ყველა გამოგვყარეს გარეთ. ამასობაში ჩვენც გაუწიეთ წინააღმდეგობა. პოლიციამ ჩვენი მხარე, ჩვენ, ბერები დაგვიჭირა”, – იხსენებს სასულიერო პირი.

ორი ბერის, მამა დანიელ და მამა ბასილ გვილავების ადვოკატის, ლაშა ხოშტარიას განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოოფებს სამართალდამცველებისთვის დაუმორჩილებლობას ედავებიან და ადმინისტრაციული წესით დააკავეს.

შსს-ში კი ამბობენ, რომ ინციდენტში მონაწილე პირები პოლიციაში გამოსაკითხად გადაიყვანეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button