მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

მარტვილში კორონავირუსი 3 წლის ბავშვს დაუდასტურდა

კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევა გამოვლინდა მარტვილში, ინფიცირებულია 3 წლის ბავშვი.

როგორც მარტვილის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი როზა ჯანაშია რადიო თბილისს უცხადებს, მცირეწლოვანი ბავშვის დედის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია და ამ დროისთვის კონტაქტების მოკვლევა მიმდინარეობს.

დღეს 10 ოქტომბერს, კორონავირუსი 519 ადამიანს დაუდასტურდა, 253 გამოჯანმრთელდა, ხოლო 6 ადამიანი გარდაიცვალა.

ამ დროისთვის ქვეყანაში ვირუსის 11 271 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან 6 119 პაციენტი განიკურნა, ხოლო 78 გარდაიცვალა.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსის მარინა ენდელაძის განცხადებით, COVID-19-ის ახალი დადასტურებული შემთხვევებიდან 222 აჭარაში გამოვლინდა, 137 კი თბილისში.

მისივე თქმით, ინფიცირების ახალი შემთხვევები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში დადასტურდა.

“აჭარაში გახლავთ 222 ახალი შემთხვევა. თბილისში 137-ია, იმერეთში – 99, ქვემო ქართლი – 31, გურიასა და მცხეთა-მთიანეთში – 10-10 ახალი შემთხვევა დადასტურდა, შიდა ქართლში – 7, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 5, კახეთში – 3, სამცხე-ჯავახეთში – 1 და იმპორტირებული შემთხვევა გახლავთ – 4”, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.

მსგავსი პოსტები

Back to top button