მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

„მას უფლება არ უნდა მიეცეს, მსოფლიო ლიდერებთან ერთად იჯდეს ერთ მაგიდასთან“

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ოლეჰ ნიკოლენკომ „დიდ ოცეულს“ (G20) მოუწოდა, გარიცხოს რუსეთი და გააუქმოს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიწვევა G20-ის სამიტზე, რომელიც მომავალ თვეში ინდონეზიაში, კუნძულ ბალიზე 15-16 ნოემბერს გაიმართება.
“პუტინმა საჯაროდ აღიარა, რომ უკრაინელი მშვიდობიანი მოსახლეობის და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ სარაკეტო დარტყმების ბრძანება გასცა. იდაყვებამდე სისხლიანი ხელებით არ უნდა იჯდეს ერთ მაგიდასთან მსოფლიო ლიდერებთან. პუტინის მოწვევა ბალის სამიტზე უნდა გაუქმდეს და რუსეთი უნდა გაირიცხოს დიდი ოცეულიდან” წერს Twitter-ზე უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი ოლეგ ნიკოლენკო.

ნიკოლენკომ 1 ნოემბერს ტვიტერში დაწერა, რომ პუტინის საჯარო აღიარება, რომ მან განკარგულება გასცა, სარაკეტო დარტყმები განეხორციელებინათ უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობისა და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ.

უკრაინის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები არ არის ყველაფერი, რისი გაკეთებაც შეგვიძლია! – აცხადებს პუტინი და ადასტურებს, რომ უკრაინაზე მასირებული დარტყმები პასუხია სევასტოპოლში განვითარებულ ბოლო მოვლენებზე.

ცნობისთვის, შაბათს მოსკოვმა კიევი შავი ზღვის ფლოტზე თავდასხმაში დაადანაშაულა

მსგავსი პოსტები

Back to top button