მნიშვნელოვანისიახლეები

მაშტაბური აქციების 27-ე დღე-აქციები 28 ოემბრიდან უწყვეტ რეჟიმში გრძელდება

ვაკის პარკთან თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები არიან შეკრებილები.

მათ ადგილზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აქვთ მოტანილი. ასევე, ბანერები წარწერით: „სწავლა გვაცადეთ, თორემ ჩვენი სამკურნალოები იქნებით“, “მხოლოდ სამედიცინო უნივერსიტეტს აქვს უფლება 12 წელი გვაწვალოს“.

ასევე, მათ სიმბოლურად ადგილზე მიტანილი აქვთ ცარიელი ბანერი, როგორც პროტესტის მონაწილეები ამბობენ, ბანერზე გამოსახულია საარჩევნო კოლეგიის მიერ პრეზიდენტის თანამდებობაზე არჩეული მიხეილ ყაველაშვილის დიპლომი.

მარშის მონაწილეების მოთხოვნაა: აქციების პერიოდში დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლება და ახალი არჩევნების დანიშვნა.

სტუდენტები აპირებენ ვაკის პარკიდან პარლამენტამდე მარშით მივიდნენ, სადაც მოქალაქეები უკვე 27-ე დღეა პროტესტის ნიშნად იკრიბებიან.

ბათუმში სტუდენტები საპროტესტო აქციას მართავენ. მათი მოთხოვნაა, გათავისუფლდნენ ხელოვნების უნივერსიტეტის დეკანი და ოთხი სტუდენტი.

აქციის მონაწილეების თქმით, დეკანი და ოთხი სტუდენტი პოლიტიკური ნიშნით არიან დაკავებულები.

ამასთან, აქციის მონაწილეები, თბილისში სხვადასხვა აქციის დროს დაკავებულთა გათავისუფლებას მოითხოვენ.

სტუდენტები ბათუმში გორგილაძის ქუჩაზე მსვლელობას აწყობენ და ხელოვნების უნივერსიტეტის მიმართულებით გადაადგილდებიან.

გორგილაძის ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა შეზღუდულია.

ცნობისთვის, გამოძიების ინფორმაციით, ლექტორი და სტუდენტები, ბათუმში ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენიმე დღის წინ დააკავეს.

შეგახსენებთ, მასშტაბური აქციები “ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებამ გამოიწვია, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button