მაშველებმა დაკარგული 5 მოსწავლე და 1 მშობელი იპოვნეს
ექსკურსიის დროს დაკარგული სოფელი არბოს საჯარო სკოლის 5 მოსწავლე და 1 მშობელი იპოვნეს – ამის შესახებ განცხადება საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ გაავრცელა.
გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ ,,112’’-ში შევიდა შეტყობინება იმის შესახებ, რომ სოფელი არბოს საჯარო სკოლის მოსწავლეები,მშობელთან ერთად დაიკარგნენ. მათ წმ. მარიამის სახელობის ტაძრისკენ მისასვლელი გზა აერიათ – იტყობინება სააგენტო.
სამაშველო ოპერაციაში ბორჯომის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამაშველო ჯგუფი და სამცხე-ჯავახეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოს მაშველები მონაწილეობდნენ.
[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”10421″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery” sc_id=”sc1434721904094″]