მაშველებმა კიდევ ერთი გარდაცვლილი მონადირის გვამს მიაკვლიეს

ლაგოდეხში, სოფელ მსხალგორის ტყეში ადგილობრივებისგან შემდგარმა ჯგუფმა კიდევ ერთ გვამს მიაკვლია. გარდაცვლილი თანასოფლელებმა ტანსაცმლით ამოიცნეს და ის დაკარგული სამი მონადირიდან ერთ-ერთია.

მონადირეების ოჯახების წევრები დახმარებას ითხოვენ და აცხადებენ, რომ გვამის გადმოსვენება ვერ ხერხდება. ისინი პროცესში დამატებითი ძალის სახით ვერტმფრენის ჩართვას ითხოვენ.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში კი აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე ვერტმფრენის გამოყენების აუცილებლობა არ არსებობს. უწყების ინფორმაციით, მაშველების ჯგუფი ამ დრომდე შემთხვევის ადგილზე იმყოფება და გვამის გადმოსვენება უახლოეს საათებში მოხდება.

შეგახსენებთ, რომ მთაში ხუთი თვის წინ გაუჩინარებული მონადირის გვამი გასულ კვირასაც იპოვეს, რომელსაც ექსპერტიზა უტარდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button