მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები
მაშველებმა მეწყერში მოყოლილი ქალის ცხედარი იპოვეს
სოფელ ჯოჭოში მაშველებმა მეწყერში მოყოლილი ქალის ცხედარი იპოვეს. სამძებრო სამუშაოები ტერიტორიაზე ამ დრომდე გრძელდება. მაშველები მამას და მცირეწლოვან შვილს ეძებენ.
მეწყერი სოფელში წუხელ გვიან ღამით ჩამოწვა. შედეგად, მიწის მასის ქვეშ, საცხოვრებელი სახლი და ავტომობილი აღმოჩნდა.
მანქანა და ავტომობილში მყოფი ორი მგზავრის ცხედარი მაშველებმა ცოტა ხნის წინ იპოვეს.
ამ წუთებში ხელვაჩაურში, სოფელში ნაპოვნი ჯოჭოში, ცხედრების იდენტიფიცირება მიმდინარეობს.
როგორც აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა კონსტანტინე ანანიაშვილმა განაცხადა, სამი ადამიანის სამძებრო სამუშაოები გრძელდება.
სამძებრო სამუშაობში 200-მდე მეხანძრე-მაშველია ჩართული.
თავის მხრივ, გეოლოგები აცხადებენ, რომ აღნიშნული ტერიტორია მეწყერსაშიში ზონაა.