მაშველებმა ზღვაში დაკარგული მამაკაცის გვამი იპოვეს
მაშველებმა გონიოში, ზღვაში 25 წლის მამაკაცის გვამი იპოვეს.
მისი პოვნა დღეს დილით მოხერხდა. მამაკაცის სამძებრო სამუშაოები ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.
პარალელურად, გრძელდება 45 წლის მამაკაცის სამძებრო სამუშაოები, რომელიც ბათუმში ზღვაში 3 ივლისს გაუჩინარდა.