მაშველი ძაღლები სამსახურიდან გააცილეს
მაშველი ძაღლები ფანი, ჯესი, ბელა, სალი, ბინგო და რეი 27 ივნისიდან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში სამსახურეობრივ მოვალეობას აღარ შეასრულებენ.
“მათ 12 წელი გაატარეს სამსახურში და ამ ხნის განმავლობაში არაერთ სამაშველო ოპერაციაში აქვთ მონაწილეობა მიღებული.
“დღეიდან ისინი სახანძრო-სამაშველო ძალების განყოფილებებში გადაინაცვლებენ და მათზე ზრუნვას მეხანძრე-მაშველები გააგრძელებენ.” – ვკითხულობთ განცხადებაში.
მაშველ ძაღლებს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილე ლევან ღირსიაშვილი, მეხანძრე-მაშველები და კინოლოგები განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ბაზაზე გამოემშვიდობნენ.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კინოლოგიურ დანაყოფს მომავალი თაობის მაშველი ძაღლი, ბელგიური მალინუა – ტინტო შეუერთდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს ახალი ძაღლების მიღება და გაწვრთნა აქვს დაგეგმილი.