სპორტი
მასკერანო არგენტინის 20 წლამდელთა ნაკრების თავკაცად დაინიშნა

ლივერპულისა და ბარსელონას ყოფილმა ფეხბურთელმა ხავიერ მასკერანომ არგენტინის 20 წლამდელთა ნაკრები ჩაიბარა
ფეხბურთელის კარიერაში ეს პირველი სამწვრთნელო პოსტია
არგენტინის ფეხბურთის ფედერაციამ უკვე ოფიციალურად დაადასტურა ინფორმაცია,რომ მომავალი წლის იანვრიდან აღნიშნულ პოზიციაზე მასკერანო ფერნანდო ბატისტას ჩაანაცვლებს.
მოქმედი ფეხბურთელის კარიერა არგენტინელმა ნახევარმცველმა 1 წლის წინ ესტუდიანტესში დაასრულა.გუნდის დამრიგებლის პოზიცია მისთვის ახალი გამოცდილება იქნება.
37 წლის ხავიერ მასკერანოს უთამაშია ისეთ კლუბებში,როგორიცაა: რივერ პლეიტი,ვესტ- ჰემი,ჰებეი, ლივერპული, ბარსელონა და ესტუდიანტესი.