მასმედიაში პუტინის ქალიშვილის პირადი ცხოვრების დეტალები გაასაჯაროვეს [Photo]

რუსულმა გამოცემა The New Times-მა ვლადიმერ პუტინის უფროსი ქალიშვილის – მარიას შესახებ ჟურნალისტური გამოძიება ჩაატარა.

გამოცემის თანახმად, მარია პუტინა, 2006- 2011 წლებში, მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფუნდამენტალური მედიცინის ფაკულტეტზე სწავლობდა, სადაც ვორონცოვას გვარით ირიცხებოდა. ამის გარდა, მარია პუტინას საბუთები კიდევ 4 გვარზე ჰქონდა გაფორმებული.

მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მარიამ რუსეთის ფედერაციის ჯანდაცვის სამინისტროსთან არსებული ენდოკრინოლოგიის სამეცნიერო ცენტრის ასპირანტურაში ჩააბარა და მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატის წოდებაც მიიღო.

როგორც გამოცემა წერს, პუტინის უფროსი ქალიშვილი ამჟამად ჰოლანდიელ მეწარმე იორიტ ფაასენზეა გათხოვილი და მის გვარს ატარებს. 2007 წლიდან იორიტ ფაასენი Газпром-ში ბიზნესის განვითარების დირექტორის ადგილს იკავებდა, თუმცა თანამდებობა მალე მიატოვა და მუშაობა კონსალტინგის სფეროში დაიწყო.

The New Times-ის მონაცემებით, მარია მოსკოვში, აშშ-ის საელჩოს მახლობლად, ნოვინსკის ბულვარზე განლაგებულ 7-სართულიან სახლში ცხოვრობს.

“სახლის მცხოვრებთა თქმით, ახალგაზრდა ქერა ქალის გამოჩენის შემდეგ, რომელიც ჯიპითა და დაცვის თანხლებით გადაადგილდება, მკაცრი სასაშვო რეჟიმი შემოიღეს. ქერა ქალის დაბადების თარიღი რუსეთის პრეზიდენტის უფროსი ქალიშვილის მონაცემებს სავსებით ემთხვევა”, – წერს გამოცემა.

ასევე, გამოცემა გვაცნობებს, რომ მარია უზრუნველყოფილად ცხოვრობს, ბევრს მოგზაურობს, აქვს იახტა და პატარა ქალიშვილისთვის პედაგოგებს საზღვარგარეთ ქირაობს.

მუშაობისა და შვილი აღზრდის გარდა მარია მონაწილეობას საქველმოქმედო პროექტ “Альфа-Эндо”-იც იღებს. პროექტი ენდოკრინოლოგიური პრობლემების მქონე ბავშვებს მკურნალობაში ეხმარება. ამის გარდა, მარია მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ კლუბში – “მომავალი ექიმი” ლექციებს კითხულობს და სტუდენტებს მისთვის სურათების გადაღებას უკრძალავს, – აღნიშნავს გამოცემა The New Times.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”28518″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button