მასობრივი ინტოქსიკაცია ყვარელში
მასობრივი ინტოქსიკაციის შემთხვევა ყვარელში – ყვარლის საავადმყოფოში 32 ადამიანი მოათავსეს, თელავის კლინიკაში კი სამი პაციენტი გადაიყვანეს.
მათი უმეტესობა 2-დან 8 წლამდე მოზარდები არიან. როგორც ადგილობრივები ამბობენ, მოწამვლის მიზეზი სასმელი წყალი გახდა.
ექიმების განცხადებით, პაციენტების უმეტესობას ერთნაირი სიმპტომები აღენიშნებოდა, ამჟამად მათი მდგომარეობა სტაბილურია.
უკვე აღებულია წყლის სინჯებიც და პასუხები, სავარაუდოდ, დღის განმავლობაში გახდება ცნობილი.