მასობრივი ქურდობა – აჭარაში 8 ოჯახი გაქურდეს და მანქანა გაიტაცეს

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სამებაში ვიცე-სპიკერ მურმან დუმბაძის ძმის, ხელვაჩაურის საკრებულოს წევრის გურამ დუმბაძის და 8 მეზობლის ოჯახი გაქურდეს.

ოჯახის ინფორმაციით, მოპარულია ტექნიკა. გარდა ამისა, დასახლებიდან გატაცებულია ერთი ავტომობილიც. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 177-ე მუხლითაა დაწყებული, რაც ქურდობას გულისხმობს. უწყებაში ამბობენ, რომ მოხდა ქურდობის სამი ფაქტი და ერთი ავტომანქანის გატაცება.

მოუსმინეთ ერთ-ერთი დაზარალებულის, ესმა დუმბაძის ხმას

წყარო

მსგავსი პოსტები

Back to top button