მნიშვნელოვანირეგიონი

გურჯაანში მსუბუქი ავტომობილი დაიწვა

გურჯაანში მსუბუქი ავტომობილი დაიწვა.

შემთხვევა ცოტა ხნის წინ, ცენტრალურ ქუჩაზე, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის წინ მოხდა.

ჯერჯერობით დაუდგენელი მიზეზით, მერსედესის მარკის ავტომობილი, მოულოდნელად აალდა და მანქანის წინა, სავალი ნაწილი, სრულად დაიწვა.

თვითმხილველები ამბობენ, რომ არსებობდა ცეცხლის სხვა ავტომანქანებზე გავრცელების საფრთხე.

ხანძრის დროს, ავტომანქანაში არავინ იმყოფებოდა, არ დაშავებულან გარშემომყოფი პირებიც.

ავტომანქანის მფლობელს მიზეზებზე საუბარი უჭირს, მძღოლი ირწმუნება, რომ სატრანსპორტო საშუალება ტექნიკურად გამართული იყო.

შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე მუშაობს სახანძრო- სამაშველო ჯგუფი.

ცეცხლის გაჩენის მიზეზს, გამოძიება დაადგენს.

მსგავსი პოსტები

Back to top button