მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

მასობრივი ვაქცინაციის შემთხვევაში ქვეყანა ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება-ამირან გამყრელიძე

რესპუბლიკურ საავადმყოფოში სამედიცინო პერსონალის ვაქცინაციის პროცესს დილიდან ესწრება დაავადებთა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე . ის ვაქცინაციის მნიშვნელობაზე კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს რომ მოქალაქების მასობრივი ვაქცინაცია თუ მოხდება, ქვეყანაში ცხოვრების ჩვეული რიტმი დაბრუნდება

“ორგანიზებულია სამი აცრის კაბინეტი ყველა იმ რეკომენდაციის დაცვით, რაც არის ამ პროცესისთვის აუცილებელი. გამოკითხვა ასაცრელი ადამიანის, მისი მონაცემების ელექტრონულ სისტემაში შეყვანა, შემდეგ სამახსოვრო ბარათის მიცემა და ასე შემდეგ. ამიტომ იმედი მაქვს, რომ ჩვენ ყველა ერთად დიდი სოლიდარობით ვიქნებით ამ პროცესში და საქართველო დაამთავრებს. დაწყება ძალიან კარგია, მაგრამ მთავარია დამთავრება. ჩვენ უნდა ავცრათ წელს მილიონ 600 ათასი – მილიონ 700 ათასამდე ადამიანი. თუ ამას გავაკეთებთ, მაშინ ვუბრუნდებით ცხოვრების ჩვეულებრივ რიტმს”, – განაცხადა გამყრელიძემ.

შეგახსენებთ,საქართველოში COVID–19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი დღეიდან დაიწყო. პირველ ეტაპზე ვაქცინაცია სამედიცინო პერსონალს უტარდება.

საქართველოში ვაქცინაციისთვის 82 დაწესებულებაა შერჩეული. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, პირველ ეტაპზე ვაქცინაცია 29 ცენტრში დაიწყება და ეტაპობრივად ყველა დაწესებულების ათვისება მოხდება.

NCDC-ის განცხადებით, ასტრაზენეკას ვაქცინას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მინიჭებული აქვს გადაუდებელი მოხმარებისთვის ავტორიზაცია და საქართველოში კანონმდებლობით დადგენილი წესით, მას მიცემული აქვს ჯანდაცვის სამინისტროსა და ეროვნული მარეგულირებელი სააგენტოს მიერ ქვეყანაში იმპორტისა და გამოყენების უფლება.

მსგავსი პოსტები

Back to top button