მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

მასობრივი ვაქცინაციისათვის თელავში ამცრელი ჯგუფები დაამატეს

დღეიდან, თელავში, ყამბარაშვილის კლინიკაში, კორონა ვირუსის საწინააღმდეგო აცრის ჩასატარებლად, დამატებით სამი ჯგუფი იმუშავებს.

მობილური ჯგუფების გაფართოება იმუნიზაციის მსურველთა რაოდენობის ზრდამ გამოიწვია.

კახეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის, პლატონ კალმახელიძის განმარტებით, კახეთში მალე ფაიზერის ვაქცინაც შემოვა.

” იმუნიზაციის დასაწყისში პასიურობა შეიმჩნეოდა, თუმცა დღეს უკვე მსურველები მეტია, ამიტომ სამედიცინო ჯგუფები დაემატა. თუ საჭირო იქნება დაემატება ლოკაციები, სადაც მსურველები აცრას შეძლებენ. დღეს 400- ზე მეტი ადამიანი აიცრება. შემდეგ შემოტანაზე, კახეთში ფაიზერი შემოვა, რაც რასაკვირველია, კიდეც უფრო გაზრდის ვაქცინირებულთა რიცხვს”- განაცხადა კალამაზელიძემ.

ბოლო ორი დღის განმავლობაში, კახეთში, დღეში, საშუალოდ, 500- დან 700 მოქალაქემდე იცრება. იმუნაზაციის პროცესში ჩართულია კერძო უწყებებიც.

დღევანდელი მონაცემებით, რეგიონში სინოვაკის, სინოფარმისა და ასტრაზენეკას კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით, 12 ათასი მოქალაქეა აცრილი.

მსგავსი პოსტები

Back to top button