მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

მასშტაბური ხანძარი კუნძულ სარდინიაზე-იტალია დახმარებას ითხოვს

ტყის ხანძრები მძვინვარებს იტალიის საკურორტო კუნძულ სარდინიაზე. კუნძულზე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ცეცხლი ტყის მასივს უკიდია. ხანძრის შედეგად დაიწვა ათასობით ჰექტარი ტერიტორია
ხმელთაშუა ზღვაში მდებარე კუნძულის დასავლეთ ნაწილიდან ევაკუირებულია 1500-ზე მეტი ადამიანი.

შექმნილ ვითარებას უპრეცედენტო კატასტროფა უწოდა სარდინიის გუბერნატორმა კრისტიან სოლინასმა. მისი ინფორმაციით, ხანძარს უკვე მოცული აქვს დაახლოებით 20 000 ჰექტარი. ცეცხლის კერებს ჯერჯერობით უშედეგოდ ებრძვის ასეულობით მეხანძრე-მაშველი.

იტალია კუნძულ სარდინიაზე ხანძრის ჩაქრობაში დახმარების თხოვნით ევროკავშირის ქვეყნებს მიმართავს.

სააგენტო „ფრანს პრეს“-ის ინფორმაციით, იტალიას 2-2 სპეციალური თვითმფრინავი უკვე გაუგზავნეს საფრანგეთმა და საბერძნეთმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button